სააკაშვილი – დღეს რაც მოხდა თბილისში, ეს არის დიდი გამარჯვება. დიდი გამარჯვება პირველი – ქართველი ხალხის

მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

„დღეს რაც მოხდა თბილისში, ეს არის დიდი გამარჯვება. დიდი გამარჯვება პირველი – ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს. ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ყველაფრის მიღწევა, ძალა არის ერთობაში.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქედან და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიმეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერატი აირჩიეს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – მძიმე ბრძოლა გველოდება მიტაცებული ხელისუფლების დასაბრუნებლად