19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მის ცხოვრებაში ბათუმის მთავარ ქუჩას დაერქმევა ლევან ვარშალომიძის სახელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ აჭარის გათავისუფლების დღეს ვულოცავ 40 წლის წინ შეძენილ ჩემს ძმას და მეგობარს, ახალი აჭარის აღმაშენებელს და ბათუმის სასწაულის შემქმნელს, უწესიერეს და უმაგრეს პატრიოტს ლევან ვაშალომიძეს.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ ათასი ჯურის ნაძირალამ მილიარდები გააკეთა აჭარაზე, ხოლო თავად აჭარის აღმაშენებელს, ლევანს, თითზე გადასახვევი არ წაუღია იქიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ მის ცხოვრებაში ბათუმის მთავარ ქუჩას დაერქმევა ლევან ვარშალომიძის სახელი.

ინფორმაციისთვის,  2004 წლის 5 მაისს დაახლოებით 15 000 ადამიანი შეიკრიბა ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით. ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია ალსან აბაშიძის წინააღმდეგ. მშვიდობიან მოსახლეობას სამხედროები და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები უერთდებოდნენ. ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ აბაშიძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, თუ იგი თანამდებობას მშვიდობიანად დატოვებდა. ასლანი ასეც მოიქცა. ღამე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე იგორ ივანოვი ბათუმში ჩავიდა და ის და ასლან აბაშიძე მოსკოვში გაფრინდნენ. 6 მაისს ბათუმში მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა და წარმოთქვა სიმბოლური ფრაზა: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“.

banner
წინა სტატიაშიAmex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი – დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, ხოლო ჩვენ ევროპულად ვფიქრობთ