“ვერანაირი დახატული კვლევები ვერ შეცვლის ფაქტს რომ “ოცნებას” 30 %-ზე მეტი ნამდვილად არ აქვს და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” მყარ პირველ ადგილზეა ოპოზიციურ ძალებს შორის.
ჩვენ ზუსტად ვიცით სიტუაცია, იმიტომ რომ მთელს საქართველოში ვატარებთ კარდაკარს და ყველგან ერთი და იგივე სურათია”,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. ცოტა ხნის წინ, მთავარმა არხმა გაავრცელა ბრიტანული კომპანიის, SAVANTA-ის მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, სადაც ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 36% უჭერს მხარს, ხოლო ოპოზიციაში 18%-ით პირველ ადგილზე არის კოალიცია ცვლილებისთვის. გამოკითხვის მიხედვით, ენმ-ს 14% უჭერს მხარს.