სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე

უკრაინის სამართალდამცველების მიერ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია გენერალური პროკურატურის დავალებით, სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მინისტრის მრჩევლის განცხადებით, სააკაშვილის დაკავება კიევის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. თუმცა, სად, არ დაუკონკრეტებია.

„დაკავება მოხდა მშვიდ პირობებში. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების დეტალებს გამომძიებლის თანხმობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურა გაავრცელებს“ – ამბობს შკირიაკი. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სააკაშვილი შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლში აიყვანეს. „ეს არ არის სიმართლე“ – განუცხადა ტელეკომპანიას მრჩეველმა.

შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ “ფეისბუკის” საკუთარ  გვერდზე დაადასტურა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დააკავების ფაქტი.
“უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელი ძალოვნები არ გეგმავენ კარვების ქალაქთან დაკავშირებით რამე ქმედების განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამაია: უკრაინის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და მიიღო უარი სანქციის გაცემაზე
შემდეგი სტატიაუკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის განთავისუფლების თარიღს ასახელებს