14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სააკაშვილი: დაგვჭირდება უკრაინასთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვითი პაქტების გაფორმება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად ქვეყანას რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კავშირები სჭირდება.

სააკაშვილის განცხადებით, 2008 წელს ქვეყანა ჯარის წინააღმდეგობამ და ამერიკული ფლოტის გამოგზავნამ გადაარჩინა, მომავალში კი საქართველომ მანამ უნდა გაძლოს, სანამ საქმეში ძლიერი მოკავშირეები ჩაერთვებიან. გამოსავალს იგი ევროკავშირის სამხედრო ბლოკად გარდაქმნასა და რეგიონულ პაქტებში ხედავს.

„ჩვენ დაგვჭირდება ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა. დაგვჭირდება თავდაცვითი პაქტი უკრაინასთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან — იმის მსგავსი, რაც დღეს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებობს. რუსეთმა და მისმა შემცვლელებმა ყველა შემთხვევაში უნდა იცოდნენ, რომ აქ ხელახლა დინგის შემოყოფა არცერთ შემთხვევაში არ იქნება ადვილი გასეირნება და ჩვენს უკან მძლავრი მეგობრები დგანან“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი, საქართველოს მილიტარიზაცია გარდაუვალია” — მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა