სააკაშვილი: ჩვენ ორჯერ გავათავისუფლეთ საბაჟოს მთელი შემადგენლობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მექსიკაში იმყოფებოდა, სადაც 500 ბიზნესმენის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

სცენაზე ის საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა წარადგინა. გამოსვლისას სააკაშვილმა ყურადღება საბაჟო რეფორმაზე საუბრს დაუთმო და აღნიშნა, რომ საქართველოში მთელი კონცეფციის შეცვლა გახდა საჭირო, რათა ტრადიციულად კორუმპირებული სფერო გამჭვირვალე გამხდარიყო.

“ჩვენ ორჯერ გავათავისუფლეთ საბაჟოს მთელი შემადგენლობა. მეორედ მე პრემიერმინისტრიც გავათავისუფლე საბაჟოს უფროსთან ერთად, იმიტომ, რომ ის საბაჟოს უფროსის დაცვას ცდილობდა. ვერც ამან უშველა სიტუაციას და შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენ საბაჟო სისტემის მთელი კონცეფცია უნდა შეგვეცვალა. როდესაც საქართველო-თურქეთის საზღვარზე სიტუაცია ისე მოვაგვარეთ, როგორც ჩვენ გვინდოდა, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ მხარეს რიგები საერთოდ არ იდგა, თურქეთის მხარეს კი ხალი 2-3 საათი იდგა რიგში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკრატურასთან აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიაგახარია პრეზიდენტის განცხადებაზე:„ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება”