სააკაშვილი: ჩემს ვიცეპრემიერად დასამტკიცებლად, პარლამენტში საკმარისზე მეტი ხმა იყო

ჩემს ვიცეპრემიერად დასამტკიცებლად, პარლამენტში საკმარისზე მეტი ხმა იყო – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ “ღამის მთავარში” ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გარდა ვლადიმირ ზელენსკის ფრაქციისა, მას მხარს კიდევ სამი ფრაქცია უჭერდა, თუმცა, პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ უხერხულობას არ შექმნიდნენ და ის ქვეყნის მთავარი რეფორმატორი გახდებოდა.

თვითონ “სლუგა ნაროდა”-ში გროვდებოდა ხმების 2/3, უბრალოდ, როცა ვისაუბრე პრეზიდენტთან, არ გვინდოდა უხერხულობის შექმნა იმ კუთხით, რომ ვიღაც სხვამ გამიყვანა და არა ბოლომდე პრეზიდენტის ფრაქციამ. საბოლოო ჯამში, უკრაინას ჰყავს პრეზიდენტი, რომლის გასატარებელიცაა რეფორმები და არა ვიღაცის ჯადოსნური ჯოხის, ვინმე ექსპერტის თუ პოლიტიკოსის. ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და ვიმუშავებ იქ, სადაც მოვუმზადებ სარეფორმო პაკეტს, – ამბობს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა