სააკაშვილი: ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის

ეს იყო ყველაზე წარმატებული ცხრა წელი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, ბოლო საუკუნეების განმავლობაში მაინც, ეს არის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ეს არის წარმატებული ცხრა წელი თავისი დიდი მიღწევებით, წარმოუდგენელი მიღწევებითა და თავისი შეცდომებით, გადამეტებებით.

აბა როგორ გინდათ თქვენ, როდესაც რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ჰქმნი?! ამ ხელებით შევქმენით ის, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. თითოეული თქვენგანის ღვაწლი, ვინც დარბაზში სხედხართ, არის წარმოუდგენლად დიდი საქართველოს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ბევრი უსამართლობა დაგვატყდა თავს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, შევხვდებით სულ მალე თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში. ჩვენი ბედისწერა, ჩვენი დანიშნულება არის გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება. „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნილია გამარჯვებისთვის.

საქართველო არ არის პატარა სოფელი, საქართველო იქნება ერთ- ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქვეყანა მსოფლიოში, როგორც ეს იყო ცხრა წლის განმავლობაში. საქართველო აუცილებლად დაამარცხებს ამ უბედურებას, ჩამოიფერთახავს ჭუჭყს და გააგრძელებს წინსვლას, აწი უკვე შეუქცევადად“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახლიდან გამოსვლის წინ ნინომ მითხრა, ისე გააკეთე, რომ ვისაც შენი გამოსვლა მოეწონება, რამე დაიმახსოვროს და ვისაც არ მოეწონება, გაუხარდეს, რომ მალე მორჩიო
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ყოფნა, უხერხულობას არ მიქმნის