სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე რეზოლუციის კენჭისყრა ჭიანურდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე „პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა ჭიანურდება.

როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მეორე სხდომა მიმდინარეობს და საკითხი დღევანდელი დღის წესრიგშია.

„მოსალოდნელია გვითხრან, რომ კენჭისყრა გადაიდო, მაგრამ შემდგომი სხდომისთვის შევეცდებით, ვიმოქმედოთ და რეზოლუცია გავატანინოთ. თუ „ქართული ოცნება” ისევ შეეცდება დრო გაჭიმოს, ალტერნატიულ კენჭისყრას მედიის დახმარებით ჩავატარებთ. უმრავლესობის ყველა წევრს პირდაპირ ეთერში ვკითხავთ, უერთდებიან თუ არა მოთხოვნას, რომ დაისაჯონ ის პირები, რომელთაც წინა რეჟიმის დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ ოპონენტად სრულიად დისკრიდიტებული „ნაციონალური მოძრაობა” და მათთან დისკუსია აწყობს, რადგან ეტყვიან, რომ მკვლელები და მწამებლები არიან”, – განაცხადა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დეპუტატებმა საშემოდგომო სესიაზე განიხილეს, კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიდღეს განათლების სისტემას მრავალი დაავადება აქვს, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით სწორი გეზის აღება სჭირდება
შემდეგი სტატიაე.წ. კლუბების საქმეში ბრალდებულ ქეთი მურუსიძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა