სააკაშვილი, ბოკერია, ბიძინე ერთმანეთს ეჯიბრებიან რელიგიურობაში

სააკაშვილი, ბოკერია, ბიძინე ერთმანეთს ეჯიბრებიან რელიგიურობაში 😄😄😄 რომ არსებობდეს სადმე ცათა შინა ის ღმერთი, მიწაზე გადმოვარდებოდა სიცილით 😄😄😄

სინამდვილეში კი, გითხრათ რა არის? აქ – “მე ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი”. აქ ხალხმაც იცის, რომ პოლიტიკური კასტა ყალბია რელიგიურ თემებზედ, პოლიტიკოსებმაც იციან, რომ ხალხსაც სინამდვილეში ჰკიდია რელიგია – განსაკუთრებით, როცა საქმე კუჭს შეეხება. ეს რაღაც შეთანხმებული ქცევის მოდელია, კომუნიკაციის დაწყებისა და გაგრძელებისათვის საჭირო. საერთოდაც, ეკლესია, ასე ვთქვათ, პრე-, წინარე- ინსტიტუციაა ძალაუფლებამდე მისასვლელად აუცილებელი, ერთგვარი კონფორმიზმის ტესტია როგორც მაღალი რანგისათვის, ისე რიგითების ლოიალობის გამოსაცდელად.

ასე რომ, აქ საქმე აბრაამიტული რელიგიის ჭეშმარიტებებისკენ სწრაფვაში თუ თუნდაც მათს ბრმად გაზიარებაში ამ ჭეშმარიტების წყურვილით, არაა. ქართული რელიგიურობა სიყალბის ხელშეკრულებაა ძალაუფლებასთან, კეთილდღეობასთან საზიარებლად – წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლეს, რომელმაც პედაგოგი კიბიდან დააგორა, სხვა ბავშვების მშობლების მოთხოვნით, სკოლა დაატოვებინეს
შემდეგი სტატიაპოლიტიკაში ოლიგაქრი არ უნდა იყოს , თუმცა ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს ვინც ივანიშვილს შეარყევს