სააკაშვილი: ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო

კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო. აუცილებელია ობიექტური გამოძიება. პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, ვინ არის დამნაშავე. ასევე, შესაჩერებელია ყველა მსგავსი საეჭვო მშენებლობა და სამშენებლო ნებართვა, სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ის უკანონობა, რომელსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და უკვე აპირებენ სენაკშიც, სხვაგანაც არ უნდა შერჩეთ
შემდეგი სტატიანანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი ნანგრევებიდან 1 და 9 წლის შვილების ამოყვანას ელოდება