15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

სააკაშვილი -ბედუკაძემ დადგა ცოცხების კადრები, რაც გადაიღო დამკვეთს მიუტანა

“მოიცა, ხომ არ ბნელა მართლა! აღარ უნდა შეწყდეს ეს პარალელების გავლება მართლა და მართლა.

გამაოგნებელია, „ქოცები“ და „განქოცებულები“, ცოცხებს აღარ ახსენებენ, მაგრამ მაინც აწვებიან „კარანტინის დაშლის“ კადრებს და იძახიან, რა ხდება ისეთი ახლა, მაშინ რომ არ ხდებოდაო.

სინამდვილეში თვითონ ბედუკაძემ მოყვა ინტერვიუებში თუ რაში იყო საქმე. ჯერ მან დადგა ცოცხების კადრები, რასაც ელიზბარაშვილიც ადასტურებს, შემდეგ მისმა დამკვეთმა სთხოვა დაბრუნებულიყო ციხეში და სხვა ბადრაგებიც დაეთანხმებინა ვიდეოში გადასაღებად. ხოდა დაბრუნდა და მის ქვეშევრდომებს და კოლეგებს დაავალა “კარანტინის დაშლის” მოწყობა და მათ ეს შეასრულეს, რაც ბედუკაძემ გადაიღო და დამკვეთს მიუტანა და ელიზბარაშვილი ერთადერთი დამკვეთი ნამდვილად არ ყოფილა.

ხოდა, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ის, რომ ასეთი კადრების დადგმა და გადაღება შესაძლებელი იყო, მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ციხეში არ იყო პრობლემები. ქურდული სამყაროს კონტროლის აღმოფხვრას მოჰყვა ასევე გადაცდომები.

რაც შეეხება „ქოცებს“, ადამიანის უფლებები მაშინაც ფეხებზე ეკიდათ და მით უმეტეს ახლა, რაც დასტურდება მათი სრული გულგრილობით ციხეში გაუპატიურების ნამდვილი მიმდინარე შემთხვევებზე.

მოვუწოდებ ყველას, უპასუხოს 2012 წელზე ტყუილებს იმიტომ, რომ თუ სიმართლემ არ გაიმარჯვა, ქვეყანას ვერ გადავარჩენთ“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ