სააკაშვილი BBC-ს ფილმში: ლუკაშენკომ პუტინთან საწამლავზე იხუმრა (ვიდეო)

BBC-ს მიერ გადაღებულ ახალ დოკუმენტალურ ფილმში ,,პუტინი: ახალი მეფე,, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მისი, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრების დროს მომხდარი საინტერესო დეტალები გაიხსენა.
როგორც სააკაშვილის ნაამბობისაგან ირკვევა, ბელორუსის პრეზიდენტი ხშირად ,,აგდებდა,, პუტინს ისეთ ხუმრობებით, რომელიც იუმორთან ერთად ღრმა ფილოსოფიური მიდგომებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ პუტინს აღეზიანებდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ხუმრობა გაიხსენა სააკაშვილმა დოკუმენტურ ფილმში.
,,ეს იყო მინსკის სამიტზე. სწორედ ამ სამიტიდან პირდაპირ ლონდონში ჩასვლა მიწევდა, ტონი ბლერთან შესახვედრად. რამდენიმე დღით ადრე კი, იქ ლიტვინენკო მოკლეს. სადილობის დროს, მაგიდასთან პუტინი შუაში იჯდა, მე მისგან მარჯვნივ, ხოლო ლუკაშენკო მისგან მარცხნივ. ლუკაშენკოს ჩვევად აქვს, დროდადრო ,,უჩხვლიტოს,, პუტინს… და მან თქვა: ,,მიშა შენ ლონდონში მიდიხარ და ამიტომ აქ უნდა დანაყრდე. არ გირჩევ რომ ლონდონში რაიმე ჭამო. განსაკუთრებით არ გირჩევ, რომ სუში ჭამო… ახლოსაც არ გაეკარო. ყველაზე უსაფრთხო საჭმელი კი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის თეფშზეა და ამ თეფშზე, ზუსტად ვიცი რომ არ მოიწამლები.,, ეს წარმოთქვა და პუტინისა და ჩემს თეფშებს ადგილი გაუცვალა… ამის შემხედვარე პუტინს ხელიდან ჩანგალი გაუვარდა და ბრაზმორეულა წარმოთქვა: ,,ვის რასში ჭირდებოდა ლიტვინენკო… ის არავინ იყო,,
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის სმართალდამცავებმა დიდი ხნის უკან დაამტკიცეს, რომ ალექსანდრ ლიტვინენკო, რუსეთის დაზვერვის ორმა აგენტმა ქიმიური ნივთიერება პოლონიუმით მოწამლა.

 

 

https://youtu.be/CII24ftwglI

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ბიზნესმენი, რომლის გამოც პატარკაციშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს