სააკაშვილი – ბათუმში ყოფნისას ვხედავდი უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის, პროვინციელ რუსებს

“ჩემი საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ერთი თაობის იქით დამოუკიდებლობის დაკარგვიდან. მინდა სამწუხაროდ ვთქვა, რომ დღეს დაგვიდგა ის დრო, როცა ეს არის ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა. მე რომ ბათუმში ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, ძალიან ბევრი რუსი დადის. რუსები სხვადასხვანაირები არსებობენ, მაგრამ რაღაც საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის პროვინციული რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების 70%-ს, რომელიც იქ შენდება. მე დავინახე, რომ მაგალითაც ციხის მაღაზიაში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ელემენტარული რაღაცები, ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი, სხვათაშორის, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში, იქ ეს ყველაფერი აკრძალულია, რადგან უკრაინა რუსეთთან მეომარი ქვეყანაა, ისევე, როგორც საქართველო”-აღნიჩნა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისაკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას – მიხელ სააკაშვილი მასწავლებლების წერილებსა და გელა ჩარკვიანზე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაზე 15 პირი დააკავეს