“სააკაშვილი ასობით ათასი ქართველისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერია”

მიხეილ სააკაშვილის უფლებაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას.

„მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი უამრავი, ასობით ათასი ქართველისთვის და დარწმუნებული ვარ, მისი აზრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, ამას უსმენს ბევრი ადამიანი ქვეყანაში და მისი უფლებაა, შეფასება გააკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების. პოლიტიკურ პროცესებში იმ ფორმებით ჩაერთვება, რა ფორმებითაც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ საქმიანობაში. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების“ მარწუხებშია მოქცეული
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი-არავის გაკვირვებია სააკაშვილის პოლიტიკური ბაქიბუქი