10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სააკაშვილი: ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი – ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და გეგმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებას მიესალმება. ამის შესახებ მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ გაერთიანებაა ის რესურსი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს.

“ახლა არის დიქტატორების დასრულების წელიწადი”, – თქვა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.

მივესალმები, ყველა შემთხვევაში, ოპოზიციის კონსოლიდაციას. მიმაჩნია, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა არის დიქტატორების დასრულების წელიწადი. შარშან დასრულდა ასადი, შემდეგ დასრულდა მადურო, ახლა დასრულდა ხამენეი და მისი შვილიც ძალიან მალე მიყვება. ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი – ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და ჩვენი გეგმა, – თქვა სხდომაზე სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2013 წელს ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მიეღო, რომელიც ივანიშვილმა დაბლოკა და საქართველოს ცა დაუცველი დატოვა.

დღევანდელი მოვლენების ფონზე, როგორც ჩანს, რეალურად, საქართველო დარჩა მთლიანად დაუცველი. საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი უკრაინის საჰაერო დაცვის სისტემები. არცერთი რაკეტა 2012 წლის შემდეგ არ შესყიდულა ამ საგარეო დაცვის სისტემებში. საქართველოს ჰქონდა მყარი შეთანხმება აშშ-თან, რომლის მიხედვით საქართველოს უნდა მიეღო ფორდის ტიპის საჰაერო დაცვის სისტემები უკვე 2013 წელს და შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და ამ სისტემებზე უარი თქვა, – თქვა პროცესზე მესამე პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
შემდეგი სტატიააჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა