სააკაშვილი: არც გაბედოთ, არც იფიქროთ, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ

არც გაბედოთ, არც იფიქროთ, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ და ივანიშვილი დატოვოთ- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ გვრჩება რამდენიმე დღე, რომ ეს შევაჩეროთ. ამიტომ, ჩვენი ვალდებულება მათი დამარცხების, ეს არის ვალდებულება უბრალოდ მომავალი თაობების გადარჩენის, ფიზიკური გადარჩენის. გადარჩენის იმისგან, რომ ნარკომანიამ არ გაანადგურონ, გადარჩენის იმისგან, რომ კრიმინალებმა არ გაანადგურონ, გადარჩენის იმისა, რომ საერთოდ, ფიზიკურად შეიძლებოდეს თავიანთ ქვეყნაში მათი არსებობა.

ამიტომ, უნდა ვუთხრა ხალხს, არც გაბედოთ, არც იფიქროთ იმაზე, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ, არც გაბედოთ იფიქროთ იმაზე, რომ ივანიშვილი კიდევ ერთხელ დატოვოთ. სააკაშვილის სიყვარულის გამო კი არა, სააკაშვილის, პეტრიაშვილის და ვიღაცის.

არც გაბედოთ, რომ საკუთარი შვილები გაწიროთ ასე. აქ საუბარია იმაზე, რომ თქვენ მაშინ არჩევნებზე არმისვლით და არჩევნებზე მისვლით და ვთქვათ, ვიღაცას რაღაცა დაგირიგდეთ ან სამსახურში გითხრეს და ასევე ამ უბედურებისთვის ხმის მიცემით, თქვენ პირდაპირ წირავთ ფიზიკურად სიკვდილისთვის თქვენ შვილებს და შვილიშვილებს და ეს, აღარავის არ გვეპატიება. არც გაბედოთ ამაზე ფიქრი. ჩემი თხოვნაა და ჩემი მოწოდება, რაც გინდათ ის არის. ”

banner
წინა სტატიაშივიღაცეებს ავიწყდებათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და საბჭოთა მეთოდებით დადგმული, იაფფასიანი სპექტაკლებით ხალხს ვეღარ მოატყუებენ
შემდეგი სტატიააფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა