სააკაშვილი არ უნდა დაგვეჭირა, არაჟნებთან ერთად უნდა განგვებაჟებინა და უკან გაგვეშვა – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.
„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული როგორც სააკაშვილი, მელია და რურუა და ეს არის სრული სიცრუე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად.

ალბათ არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ არაჟნებთან ერთად უნდა განგვებაჟებინა და უკან უნდა გაგვეშვა, ეს ჰუმანური იქნებოდა. რაც შეეხება სახელმწიფო მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა ისე როგორც უნდა ემოქმედა, ეს პირი იქნა დაკავებული როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ITB-ის ხელმძღვანელებს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიასტუდენტი რეჟისორების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ სადადგმო ხარჯის დაფინანსებისათვის კონკურსი გამოაცხადა