სააკაშვილი: აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ ყველანი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგრამ… ასეთი მუდმივი სამუშაო ადგილი ადამიანს ჰქონდეს, არ მინახია ცხოვრებაში

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ყვე­ლა უყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად მათი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა, რად­გან პო­ზი­ცი­ე­ბი ცვა­ლე­ბა­დია. მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც მისი კრი­ტი­კო­სე­ბი იყ­ვნენ და ახლა მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან.

“აქ არის ვახო სა­ნა­ია, მე ვი­ყა­ვი უკა­ნას­კნე­ლი, ვინც გი­ორ­გი სა­ნა­ია ვნა­ხე. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი, მა­შინ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დავ­პა­ტი­ჟეთ სა­დღაც პიკ­ნიკ­ზე, უკა­ნა გზა­ზე მოვ­დი­ო­დით ერ­თად და მე მი­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში. აქე­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ვი­გე, რომ აღარ იყო. გი­ორ­გი სა­ნა­ია იყო ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც მა­პამ­პუ­ლა­ვა და მა­ბურ­თა­ვა პირ­და­პირ ეთერ­ში… მაგ­რამ ჩემ­თვის იყო დიდი პა­ტი­ვი, რომ მას ვიც­ნობ­დი. ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი ზის აქ, აქუ­ბარ­დია არის აქ, თუ – არა? არ არის, მაგ­რამ აქუ­ბარ­დი­ას სტუ­დი­ა­ში გა­ვი­ზარ­დეთ ჩვენ ყვე­ლა­ნი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი გა­ვი­ზარ­დეთ იქ… ოპე­რის უკან. დღე­საც ასეა, დე­და­ჩემ­მა მკი­თხა ამას­წი­ნათ, მი­ვი­დე თუ არაო, რა თქმა უნდა, უნდა მიხ­ვი­დე – მეთ­ქი, სხვა თუ არა­ფე­რი, ასე­თი მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლი ადა­მი­ანს ჰქონ­დეს, არ მი­ნა­ხია ცხოვ­რე­ბა­ში…“ – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

წინა სტატიაშილაშა ბუღაძე: ძალიან დამთრგუნველია საქართველოს პრეზიდენტის ხილვა ამ შეურაცხმყოფელი გისოსების მიღმა
შემდეგი სტატიადეგნანი – პოზიტიურია, რომ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს პროცესს