სააკაშვილი აქციებს დროებით წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია მიტინგებსა და საპროტესტო მარშებს დროებით წყვეტს და ახალი ძალების მოძრაობის პოლიტსაბწოს წევრის ივანი ლოზოვოის განცხადებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ ოქტომბრის სასახლესთან მომხდარი პროვოკაციის შემდეგ იქნა მიღებული.
,,ოპოზიცია ეს დემოკრატიის ცოცხალი ნაწილია. პოლიტიკა ოპოზიციის გარეშე ავტორიტარიზმი და დიქტატურაა,თუმცა მიუხედავად ამისა, ვიცით,რომ სააკაშვილმა გამოაცხადა მორატორიუმი შემდგომ მარშებსა და მიტინგებზე იმის გათვალისწინებით თუ რა მოხდა ოქტომბრის სასახლესთან”- ამბობს ლოზოცვი
მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტია აქტიურობას და ხელისუფლების წინააღმდეგობას წყვეტს.
შეგახსენებთ,რომ კიევში კვირას გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოქტომბრის სასახლესთან ინციდიენტი მოხდა, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები სასახლეში შეჭრის მცდელობაში დაადანაშაულა, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა განახევრდება
შემდეგი სტატიალიბერთი ბანკმა მასწავლებლები დააჯილდოვა