“ამერიკის პრეზიდენტის დაცვა და ჩემი ყოფილი დაცვა ერთი და იგივე ხალხის გაწვრთნილი იყო, რადგან მაშინ ამერიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა. ორივე შემთხვევაში იყო უშუალო საფრთხე და დაცვა მოიქცა ერთნაირად.
რუსები თავის სამიზნეებს ყოველთვის აცხადებდნენ გიჟებად, უცნაურებად, მიუღებელი საქციელების მქონედ, რათა საზოგადოებაში გაეჩინათ ეჭვი, უნდობლობა, სიძულვილი. ქართული საზოგადოების ამ ზემოქმედების განკურნებას ივანიშვილის მოშორების შემდეგ კიდევ წლები დასჭირდება”,_ ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ მომხდარ სროლას.















