სააკაშვილი ამბობს, რომ “ბარიგა” პოროშენკო მას დაკავებისას ჩაფსმას აბრალებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ facebook-ზე აქვეყნებს ფოტოებს, რომლთაც სააკაშვილის მტკიცებით, პეტრო პოროშენკო იყენებს იმისთვის, რათა მისი იმიჯი შეურაცხჰყოს. სააკაშვილის თქმით, ის აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში და ამ დროს საზოგადოება ნახავს, თუ “ვინ ჩაისველებს ფოტოშოპის გარეშე”.

“მშიშარა ბარიგა, ის და მისი დამქაშები ცდილობენ წარმომაჩინო, როგორც მშიშარა და როგორც ყოველთვის ახლაც, ისინი იყენებენ მახინჯ სიყალბეს.

არ შეგეშინდეთ, მე აუცილებლად დავბრუნდები და დავლევ მის ჩაის და ამ დროს ვინ ჩაისველებს შარვალში თვალნათლად დავინახავთ, ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი ჩეხეთის ტურისტულ ბაზრობაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიანინო ჯავახაძე და აშშ-ის ელჩის მოადგილე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყბათშორისი საბჭოს წევრებს შეხვდნენ