სააკაშვილი: ამ რეფერენდუმისთვის ვაპირებ ჩამოსვლას

“მე არასდროს არ მითქვას კონკრეტულად არც თარიღი, არც დრო, არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩამოსვლას”. – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე კონკრეტულად რეფერენდუმამდე ჩავიდოდა თუ რეფერენდუმის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: ” ამას ქართველი ხალხი ნახავს ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ძალიან მძლავრი სიურპრიზი, მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს”.

ამასთან ერთად, კითხვაზე, თუ რატომ უნდა ენდოს ქართველი ამომრჩეველი, სააკაშვილი პასუხობს: “მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ”.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – საპენსიო მომსახურებაზე ტენდერი მიმდინარე წლის ბოლომდე განახლებული პირობებით ჩაინიშნება
შემდეგი სტატიაგარდაბანში, ტბაში ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს