სააკაშვილი – ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ – მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს

მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიხატება ზოგადი სისუსტით და ძილის დარღვევით.

„მე რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა ყველამ იცოდეს, ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ. მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს. ვიცოდი რაზე მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში მეცადა საქართველო გადაგვერჩინა. როგორ გამოგვივა ეს, ამას ხალხი განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ძალიან გული მეთანაღრება, რომ ვერ ვიყენებ მთელ ჩემს პოტენციალს უკრაინის დასახმარებლად, იმიტომ, რომ იქ წყდება ჩვენი ბედი, მაგრამ აქაც წყდება ჩვენი ბედი. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს არის ზოგადი სისუსტე, მთლიანი მოშლა ძილის და ყველაფრის, იმიტომ, რომ ეს არის პოსტტრავმული სინდრომი. ვიღებ იმავე წამლებს ძილისთვის და დამამშვიდებლებს, რასაც ვიღებდი პრაქტიკულად კოვიდის მერე ციხეში მოხვედრამდე. პოსტკოვიდური წამლები. ნეიროპათიასთან დაკავშირებით რაღაც წამალი მოვითხოვე და მას შემდეგ მოვითხოვე ვიტამინი, რომელსაც ასევე ვიღებ. გეტყვით იმასაც, რომ ექიმი, რომელიც „ვივამედიდან“ მოვიდა, თამარ აბაშიძე და დასვა დიაგნოზი, ეს დიაგნოზი კი მოხვდა პრესაში, ამის შემდეგ მისი მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს, იმის გამო, რომ ექიმმა ობიექტური დიაგნოზი დასვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია მოსამართლეებს – ამ კაცის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა არის სრულიად თქვენი გადასაწყვეტი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი: რუსეთის „წყალობით“, დონბასში „მშვიდობა“ დაისადგურებს