სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, კეზერაშვილი – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავი სია

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ ოკუპირებული აფხაზეთი შავი სიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს. სია 26-კაციანია და ჩამონათვალში მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო და სოსო ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი, რომა შამათავა, თენგიზ კიტოვანი და სხვები.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სიაში მოხვედრილ პირებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ავტორების მიმართვაში ნათქვამია, რომ შავ სიას “ხიშბა-სიგუას” სია უნდა ეწოდოს იმ ადამიანების პატივისცემის ნიშნად, ვინც საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მოკლეს.
არასასურველი პირების ჩამონათვალი ე.წ.-მა რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეადგინა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტსა და მთავრობას გადაუგზავნა.

https://abh-n.ru/otvetnaya-mera-spisok-xishba-sigua/

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო მთავარი პროკურორის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : მთავრობას მაგარი დამღა აქვს ზურგზე წულუკიანის სახით