სააკაშვილი – 14 ოქტომბერს ბევრნი უნდა ვიყოთ და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას ღირსება და თავმოყვარეობა გააჩნია

მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის ციხის წინ წაიკითხა.

სააკაშვილის თქმით, 14 ოქტომბერს აქციაზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს, რადგან ყველამ დაინახოს, რომ საზოგადოებას ღირსება და თავმოყვარეობა გააჩნია.

„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველდღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას აქტიურ ქმედებებზე გადასვლით უნდა ვუპასუხოთ, ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან და სასამართლოებთან. ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ვიმეორებ, მრავალრიცხოვრობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებით. 30 ოქტომბერს გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით“, – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის
შემდეგი სტატიასაქართველოში რეინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული