სააკაშვილ-მელიას წითელი ხაზი – როგორ პასუხობს სკანდალურ განცხადებას ენმ-ის თავმჯდომარე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილი წითელი ხაზია და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან თანამშრომლობას არ აპირებს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის და მიაჩნია, რომ ქვეყნის გადასარჩენად პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანი ძალა უნდა აჩვენოს.

მისი თქმით, თუ ყველამ არ გაითავისა, რომ “ძალა ერთობაშია” ივანიშვილი მოიგებს.

თუ არ გავითავისებთ და ჩვენს ყველა სიტყვაში და მოქმედებაში არ გავისიგრძეგანებთ სიტყვებს, რომ “ძალა ერთობაშია” და ეს მხოლოდ ლიტონის სიტყვებად დარჩება, მოიგებს ზუსტად ივანიშვილი ისე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში და ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყანას და ჩავაბარებთ რუსებს.

თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ქვეყნის არა რომელიმე პოლიტიკოსის, ან პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც გაუქმებით ემუქრება და რომლებიც უმეტესად ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია და ამის გარეშე ქვეყნის გადარჩენა შეუძლებელია,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, განსასჯელის სკამიდან ნიკა მელია, გუშინ, დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა წითელი ხაზები გაავლო და დაასახელა პოლიტიკოსი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მისთვის მიუღებელია და ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს.

მელიას ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სააკაშვილმა პარტია “ახალის” ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიდაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
შემდეგი სტატიამიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ჰელმუტ ფრისს „ევროპის უნივერსიტეტმა“ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა