სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერის, რომელიც უკრაინულმა სააგენტომ გაავრცელა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის

უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის.

როგორც საქართველოს პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული აუდიოჩანაწერით გამოძიება დაინტერესდება.

უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – ხელისუფლება, როგორც კი, ბოლომდე შეასრულებს ვალდებულებებს სიამოვნებით, სიხარულით, მზადყოფნით მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლებამ სასტიკად, კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი