სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის თბილისის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დროისთვის სტაბილურია.
გამოძიება სსკ 117-118 მუხლებით მიმდინარებს, რაც სხეულის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.