სააღდგომოდ ზუგდიდის მიმართულებით დამატებით მატარებელი გავა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას “შაქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისიდან 29 აპრილსა და 01 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს ორ-ორი რეისი შესრულდება.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 გავა, ზუგდიდში – 06:36 საათისთვის იქნება, ზუგდიდიდან მატრებელი გამოვა 01:30 საათზე, ხოლო თბილისში 07:05 საათისთვის იქნება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს
შემდეგი სტატიაFreedom House: საქართველო პრესის თავისუფლების მიხედვით, კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნად დასახელდა