სააღდგომოდ თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

region
ავტ.: region აპრილი 25, 2019 17:09

სააღდგომოდ თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს,08:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე კი მეტრო „სარაჯიშვილიდან“.

ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის 15-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

region
ავტ.: region აპრილი 25, 2019 17:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics