12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სააგენტოს მაშველებმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლში მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანეს

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) განცხადებით, სააგენტოს მაშველებმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლში მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება. სააგენტოს განცხადებსა ინტერპრესნიუსი ავრცლებს.

სააგენტოს თანახმად, დაშავებულ პირს მსუბუქი დაზიანებები აქვს. მათივე ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა.

“მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა”. – ინტერპრესნიუსის ცნობით, ნათქვამია MTA-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: “ცვლილებების წელი მოდის, რომელიც გამარჯვებით დასრულდება”
შემდეგი სტატიაევროკავშირი მხარს უჭერს დაპატიმრებულ ირანელებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს