საახალწლო კონცერტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება

saachalclo koncerti

saachalclo koncertiსაქართველოს 10 ქალაქში საახალწლო კონცერტები გაიმართება. ბათუმში მთავარი საახალწლო ღონისძიებები წელსაც ერას მოედანზე მოეწყობა. ახალი წლის ღამეს ზღვისპირა ქალაქში ნინო ქათამაძე, ანსამბლი „ბათუმი” და კვარტეტი „ნოტა” იმღერებენ. მოსახლეობას საახალწლო განწყობას შეუქმნის ასევე საახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ბენდი „ინსაითი.”

საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყება ქუთაისშიც. თოვლის ბაბუა ბერიკებთან ერთად ქალაქს შემოივლის. დაგეგმილია გოზინაყის ფესტივალი და საახალწლო აქსესუარების გამოფენა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი შავფაროსნების საჩვენებელი გამოსვლა გაიმართება. დღის ბოლოს კი მოეწყობა ქართველი მომღერლების მონაწილებით გალა-კონცერტი. საახალწლო დღეებში ერთ-ერთი ეპიცენტრი ასევე იქნება ძველ უბანში, სადაც საბავშვო ქალაქი გაიხსნა.

საღამოს 9 საათზე დაიწყება გალაკონცერტი ზუგდიდის ახალ ბულვარში. ადგილობრივებისთვის ჯგუფი “რეგიონი” იმღერებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკისა და ცეკვის ანსამბლებიც. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები თელავში თეატრის წინ საღამოს შვიდი საათიდან ღია ცის ქვეშ დაიწყება. კონცერტში ადგილობრივი ანსამბლები და თბილისიდან ჩასული მომღერლები მონაწილეობენ. 2015 წლის დადგომას ადგილობრივები ფეიერვერკით შეხვდებიან.

საახალწლო სამზადისი დასრულდა გორშიც. ღონისძიებები აქ საღამოს 8 საათზე დაიწყება. სცენა უკვე მზად არის კონცერტისათვის, გვიანობამდე მონტაჟდებოდა აპარატურაც. დღეს საღამოს გორის თეატრთან მისულებს ელექტრონული მუსიკის კონცერტი ელით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბათუმის პორტის 45 თანამშრომელი საახალწლოდ უმუშევარი დარჩა
შემდეგი სტატიათბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს