Saab უკრაინაში ავიაგამანადგურებლების მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს

“შვედური კომპანია Saab-ი გეგმავს უკრაინაში Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მწარმოებელი ქარხნის გახსნას”, — ამის შესახებ განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიკაელ იოჰანსონმა.

„ომის პირობებში ეს მარტივი არ არის, მაგრამ შესანიშნავი იქნებოდა უკრაინაში წარმოების შესაძლებლობების შექმნა — სულ მცირე, აწყობისა და გამოცდისთვის, ხოლო შესაძლოა ნაწილობრივ წარმოებისთვისაც,“ — აღნიშნა იოჰანსონმა.

უკრაინასთან შეთანხმება Saab-ის საწარმოო შესაძლებლობების მოთხოვნას თითქმის ორჯერ გაზრდის. ამჟამად კომპანია ინვესტირებას ახორციელებს ბრაზილიის ქარხნის გაფართოებაში, რომელიც წელიწადში 20–30 Gripen-ის გამანადგურებლის გამოშვებას შეძლებს და განიხილავს მსგავს ნაბიჯებს კანადასა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშიც.

▪️ იოჰანსონის თქმით, პროექტის დაფინანსების ერთ-ერთი შესაძლო წყარო შეიძლება გახდეს გაყინული რუსული აქტივების ნაწილის გამოყენება.

„საჭიროა ფინანსური გადაწყვეტის პოვნა — ამ საკითხზე ახლა მიმდინარეობს პოლიტიკურ დონეზე განხილვა: რა ნაწილს აიღებს შვედეთი საკუთარ თავზე, რა შეიძლება გაიყოს პარტნიორებს შორის და რა ნაწილის დაფინანსება შეიძლება მოხდეს კონფისკირებული რუსული სახსრებით,“ — Saab-ის გენერალურმა დირექტორმა.

უკრაინა გახდება პირველი ქვეყანა ნატოს გარეთ, სადაც Gripen-ის გამანადგურებლები დამზადდება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს კიევის და სტოკჰოლმის თავდაცვით თანამშრომლობას.

ერთ-ერთი ვერსიით, Gripen-ების საწარმოებლად იგეგმება მიწისქვეშა ქარხნის შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა ობიექტი დაცული იყოს რუსული ბალისტიკური, თუ ფრთოსანი რაკეტებისგან.

-ოთო კონჯარია, “ალფა სიხშირე”-

banner
წინა სტატიაშიკარაკასში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, IL-76 ჩაფრინდა
შემდეგი სტატიაგერმანიიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაცია დაიწყო – მიხეილ სააკაშვილი