შალვა ნათელაშვილი:”მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2016 წლის 30 ოქტომბერს”

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის პირველი დანაშაულებრივი ნაბიჯი გადადგმული არჩევნების მასობრივი ფალსიფიცირებისაკენ-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. 
1. პრეზიდენტმა არ გაიარა კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან.
2. პრეზიდენტმა ამ ბრძანებულებით ჩაკეტა საარჩევნო კანონმდებლობის განახლების პერსპექტივა.
3. პრეზიდენტმა არჩევნების პერიოდად შეარჩია პოლიტიკურად სრულიად ჩამკვდარი პერიოდი.
მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2016 წლის 30 ოქტომბერს, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა მოასწრონ სრულყოფილი დებატები ერთმანეთან, რათა პარტიებმა მოასწრონ შეხვედრები ათეულ-ათასობით დასახლებულ პუნქტში და ამომრჩეველმა მოასწროს ცივ გონებაზე გადაწყვეტილების მიღება-აცხადებს  ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიაში უკრაინა-ევროკავშირის ხელშეკრულების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთმა ჩინული მრეწველობის ნაწილის საკუთარ ტერიტორიაზე გადატანაზე თანხმობა განაცხადა