ს ხუნდაძეები და ერთუჯრედიანი დანარჩენები, არავინ არაფერს არ წარმოადგენს, ეს განცხადება მის მენტალობაში ჯდება – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას და სტატუსის მისაღებად ღირსება არ უნდა დავთმოთ და ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას „ოცნების“ დასასრულს უწოდებს და დასძენს, რომ ამაზე მისი პარტია 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„გილოცავთ „ოცნების“ დასასრულის დასაწყისს. ეს ხუნდაძეები და ერთუჯრედიანი დანარჩენები, არავინ არაფერს არ წარმოადგენს, რა მესიჯებიც მისდით იმას კითხულობენ. მინდა ხუნდაძეს პირადად ვკითხო – აქვს ღირსება? მაგრამ რა ღირსება უნდა დაკარგო რაც არ გაქვს. როგორ შეიძლება ხუნდაძე ექიმი იყოს! კაცს, რომელმაც ახალგაზრდობა სძულს როგორ შეიძლება, უყვარდეს საქართველო, მისი მომავალი! ამიტომ ეს განცხადება მის მენტალობაში ჯდება შესანიშნავად“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ამისთვის „ლეიბორისტული“ პარტია იბრძოდა ატლანტიკის იქით და ატლანტიკის აქეთ.

„ევროპარლამენტარების რეზოლუცია ეს უკვე განაჩენია, ამისათვის „ლეიბორისტული“ პარტია იბრძოდა 10 წლის განმავლობაში, იბრძოდა ატლანტიკის იქით და ატლანტიკის აქეთ, ლამის ბილიკები გავდეთ ამხელა ოკეანეზე. მოვა დრო და წიგნად გამოვცემთ 10 წლის ნამუშევარს. „ლეიბორისტულმა“ პარტიამ გაწირა თავი, აკრძალეს პარტია ივანიშვილის გამო. პარტიის აკრძალვა ეს წარმოუდგენელი რამ არის მსოფლიო საზოგადოებისთვის“, – აცხადებს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიგურამ ოქროპირიძე: ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა
შემდეგი სტატიასირცხვილია აქცია 20 ივნისს, მაშინ, როცა ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში, ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება მართლა სირცხვილია – ვოლსკი