ს ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ კობახიძე იცვლის აზრებს, ის გადაწყვეტილებას იღებს კონიუქტურის შესაბამისად – ნადირაშვილი კობახიძის ჩანაწერზე

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელოში გაკეთებულ ჩანაწერს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ მოუხსნას საბიუჯეტო დაფინასება ოპოზიციურ პარტიებს.
ნადირაშვილის თქმით, ეს ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ ირაკლი კობახიძე აზრებს ადვილად იცვლის.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ კობახიძემ ეს ჩანაწერი, 2008 წელს, პოლიტიკური კონიუქტურის შესაბამისად გააკეთა, ხოლო ახლა ის მიჰყვება იმ დირექციებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს.
„რაც შეეხება კობახიძის ამ ჩანაწერს, რათქმაუნდა, ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ კობახიძე იცვლის აზრებს.
ის გადაწყვეტილებას იღებს კონიუქტურის შესაბამისად, 2008 წელს სჭირდებოდა და ასეთი ჩანაწერი გააკეთა, ეხლა თვლის, რომ ბოიკოტი ნიშნავს დაფინასების მოხსნას. რათქმაუნდა, კობახიძე არ არის არც თანმიმდევრული, მას არ აქვს გამოკვეთილი აზრები, ის ჩვეულებრივად მიჰყვება იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე გირჩის ნაწილს და პარტია მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან – ბობოხიძე
შემდეგი სტატიამსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე