Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს

ავიაკომპანია Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს. აღნიშნული განრიგი Ryanair-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.

მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 5 ივლისის რეისებზე.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი თავისი რეისების 40%-ის აღდენას პირველი ივლისადან გეგმავს.

კერძოდ, ავიაკომპანია დღეში დაახლოებით 1 000-მდე რეისს შეასრულებს. რეკომენდაციების თანახმად, მგზავრებმა აეროპორტში სიცხე უნდა გაიზომონ. გარდა ამისა, მათ ნიღაბი უნდა ატარონ და ტერმინალებში ხელის სადეზინფექციო ხსნარები გამოიყენონ.

ასევე, თვითმფრინავის ბორტზე ტუალეტის რიგში დგომა იკრძალება. ამასთან კომპანია მგზავრებს სთხოვს, რომ ონლაინ-რეგისტრაცია გაიარონ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ვაჩუქოთ ერთი დღე ჩვენ შვილებს, ჩვენ ჯანმრთელობას, მომავალ თაობებს, ეკოლოგიურ მდგომარეობას
შემდეგი სტატიაქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 204 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა