უკრაინა ევროპელი ლიდერებისა და პარტნიორებისთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, სხვა საერთაშორისო კრიზისების მიუხედავად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუტეს თქმით, ის შეშფოთებულია, რომ სამშვიდობო პროცესი და ევროპის მიერ შეთანხმებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ ყურადღება სხვა გლობალურ გამოწვევებზე გადაიტანეს.
„უკრაინაზე ფოკუსირება ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. უკრაინა პირველ ადგილზე უნდა იყოს, რადგან ეს უსაფრთხოების საკითხია როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე, ევროპისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რუტემ, ასევე, ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის როლს ნატოს ევროპული ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდაში და აღნიშნა, რომ სწორედ მისი პოზიცია გახდა სამხედრო ბიუჯეტების ზრდის სტიმული.

















