რუტე NATO-ს ქვეყნებს: თუ მე არ მიპასუხებთ, შეიძლება ზარები ვაშინგტონელი კაცისგან მიიღოთ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიწოდებით მიმართა.

“გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები. თუ ჩემს ზარებს არ უპასუხებთ, შეიძლება ზარები ძალიან სასიამოვნო ვაშინგტონელი კაცისგან მიიღოთ, რომელსაც, ასე ვთქვათ, შესაძლოა მეტი დროის შეზღუდვა აქვს იმაზე, თუ რისი მიღწევაც სურს” – თქვა რუტემ.

მან აღნიშნა, რომ ალიანსის 22-23 ქვეყანა უკვე აკმაყოფილებს თავდაცვისთვის საჭირო მინიმალურ მშპ-ის 2%-ს დანახარჯის მოთხოვნას.

მიუხედავად ამისა, რჩებიან ქვეყნები, რომლებიც კვლავ ჩამორჩებიან ამ სტანდარტს.

რუტემ აღნიშნა, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ამ ქვეყნებთან, რომ მათ მომავალი ზაფხულის ჰააგის NATO-ს სამიტისთვის თავდაცვის დახანარჯების 2%-იან ნიშნულს მიაღწიონ.

banner
წინა სტატიაში21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა
შემდეგი სტატია“უსინდისობის მწვერვალია, რომ ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება”-ჯოზეფ ბორელი