21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

რუტე: „NATO რუსეთზე ბევრად ძლიერია“

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

“ვფიქრობ, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა NATO-ს მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნებაა. შეგვიძლია, გარკვეული სიმშვიდე გამოვიჩინოთ, თუმცა ამავდროულად უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ საქმეს ვაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. სწორედ ესაა გზავნილი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და უკრაინის მხარდაჭერა. ასე ვუმკლავდებით ამ სიტუაციას.

ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ, შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა, ეს სრულიად უადგილოა. და შეწყვიტეთ პროვოცირების გარეშე დაწყებული ომი უკრაინაში”. – თქვა რუტემ.

რუტემ ასევე განაცხადა, რომ NATO რუსეთზე ბევრად უფრო ძლიერია და რუსეთს მათი დამარცხება არანაირად არ შეუძლია.

ცნობისთვის, რუსეთის საელჩომ ირლანდიაში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი მზად იქნება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ NATO კალინინგრადის ოლქის რუსეთის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდება. მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს რუსეთის საელჩოებმა დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაშიც.

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი კი რუსეთის საელჩოების მიერ გაჟღერებულ მუქარას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით “ცხელთავიანებისთვის” შეხსენებას უწოდებს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ეკლესიის ტერიტორიაა, მაგრამ იქ მოსკოვი მოქმედებს“ — მეუფე ზენონი
შემდეგი სტატიასოფელ ტყაიაში რამდენიმე სახლი დაიტბორა — ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები