რუტე: იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდება

შეიძლება აქ ვისაუბროთ მოკლედ. ვღელავ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზის გამო, ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო… ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ.

იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ NATO-სთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს გენერალურ მდივნად, მაგრამ ნატოზე კომენტარებს 1-ელ ოქტომბრამდე არ გავაკეთებ,-განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ ჟურნალისტებთან ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე: თუ რამეა გამოსაძიებელი, შესაბამისი უწყებების საქმეა
შემდეგი სტატია“საქართველოში ელიტები ბლოკავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს”- ო’ბრაიენი