რუსული თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ლიტვამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
30 ივნისს საღამოს Pobeda Airlines-ის თვითმფრინავი უკანონოდ შევიდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვის თავზე და იქ დაახლოებით ერთი წუთი დაჰყო. თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოდან კალინინგრადის ოლქის ხრაბროვოს აეროპორტში მიფრინავდა.
ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს საპროტესტო ნოტა უკვე გადაეცათ. ვილნიუსი მოსკოვს იგანმარტებებს სთხოვს და მოუწოდებს, მიიღოს ზომები მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.