რუსულმა თვითმფრინავმა ევროპიდან გამოძევებული დიპლომატების დასაბრუნებლად, შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი იფრინა

საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გამოძევებული რუსი დიპლომატების რუსეთში დასაბრუნებლად მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი იძულებული იყო შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი ეფრინა, – შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ FlightRadar24-ზეა განთავსებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისი დაუშვეს თვითმფრინავის თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლისთვის, ფრენა შესრულდა იმ ქვეყნების შემოვლით, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსეთის რეისებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15 163 კმ იყო.

„ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15 163 კმ იყო. სინგაპურ-ნიუ-იორკის მსოფლიოს ყველაზე გრძელ რეისზე ცოტათი ნაკლები,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპულ 3 ქართველ მებრძოლს საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ
შემდეგი სტატიაზელენსკი რომ ენმ-ს დელეგაციას შეხვდეს კონტრპროდუქტიული იქნება, იმედია ეს არ მოხდება – კობახიძე