რუსულმა სუ-34-ებმა სირიაში “ჰაერი-ჰაერით” დაიწყეს ფრენა

რუსული ბომბდამშენები სუ-34 სირიაში პირველად სამხედრო დავალებაზე რაკეტებით “ჰაერი-ჰაერი” გაფრინდნენ. როგორც რუსი სამხედროები აღნიშნავენ, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტებს ისინი თავდაცვისთვის გამოიყენებენ – ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ რუსეთის საჰაერო-კოსმიური ძალების პოლკოვნიკმა იგორ კლიმოვმა განაცხადა.
სამხედრო თვითმფრინავებში, მისი თქმით, სხვადასხვა სახის საავიაციო ბომბებია განთავსებული. რაკეტები “ჰაერი-ჰაერი” სუ-34-ს შესაძლებლობას მისცემს მოწინააღმდეგის თვითმფრინავები 60 კილომეტრის სიშორეზე გაანადგუროს – განაცხადა კლიმოვმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარება სთხოვა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება გაიგივებული არ უნდა იყოს არჩევნების მოახლოებასთან