რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინის სატელიტური სურათების მასობრივად შეძენა დაიწყეს უცხოური კომპანიებისგან- მედია

რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინის სატელიტური სურათების მასობრივად შეძენა დაიწყეს უცხოური კომპანიებისგან – ჟურნალისტ ანდრეი ცაპლიენკოს თქმით, ეს არის ლოკაციები კიევში და ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან რეგიონებში. მისივე ინფორმაციით, რუსებს განსაკუთრებით აინტერესებთ ნავთობპროდუქტების ბაზები და სატრანსპორტო ჰაბები, ანუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე სასაზღვრო პუნქტები.

ფრონტის ხაზთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიქტიური რუსული კომპანიები ყიდულობენ სურათებს გორლოვკა-ლისიჩანსკის მიმართულებით.

“ორი დასკვნა, რომელსაც სამხედრო ანალიტიკოსები აკეთებენ:

პირველი – ოკუპანტებს არ აქვთ საკუთარი სატელიტური დაზვერვის სისტემა;

მეორე – სატელიტური სურათები კერძო კომპანიების საკუთრებაა და მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ;

მაგრამ პარტნიორების სპეცსამსახურებისთვის არც ისე რთულია ჟანგბადის დაბლოკვა მათთვის, ვინც ვაჭრობს უკრაინელებით” ნათქვამია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიამარნეულში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა