რუსულმა სასამართლომ უკრაინულ მაიდანს “სახელმწიფო გადატრიალება” უწოდა

მოსკოვის სასამართლომ უკრაინულ მაიდანს სახელმწიფო გადატრიალება უწოდა და უმაღლერი რადას ყოფილი დეპუტატის ვლადიმირ ოლეინიკის საჩივარი დააკმაყოფილა – დღეს რუსული მედია ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, პროცესის პერიოდში სასამართლომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები დაკითხა, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, მთ შორის, ვიქტორ იანუკოვიჩი.

16 დეკემბერს სასამართლოს მიერ დაკითხულმა ანდრეი კლიუევმა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ 2014 წლის ზამთარში, კიევის ცენტრში ხალხის დახოცვაში დამნაშავე საქართველოს და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეები არიან. “”მაიდანზე სნაიპერები საქართველოს ცალკეულმა წარმომადგენლებმა დასვეს. ასევე, იყვნენ ბალტიელი სნაიპერები. ჩვენ ასეთებს იარაღით ვიჭერდით” – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის მინისტრმა ებრაელებს საფრანგეთის დატოვებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიამერკელს გერმანელების ნახევარზე მეტი ნდობას უცხადებს