33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რუსულმა სამხედრო ხომალდმა, ლა-მანშის სრუტეში ბრიტანულ იახტას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა სამხედრო ხომალდმა – Адмирал Григорович ლა-მანშის სრუტეში ბრიტანულ იახტას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

ამის შესახებ შეტყობინება სანაპირო დაცვამ ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემიდან მიიღო. მათი ინფორმაციით, Адмирал Григорович-მა გამაფრთხილებელი გასროლები მას შემდეგ განახორციელა, რაც სრუტეში ორივე ხომალდი ერთმანეთთან სახიფათოდ ახლოს აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ ეს ინციდენტი მოჰყვა კვირა დილით კირ სტარმერის მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის საფუძველზეც სამეფო საზღვაო ქვეითთა ჯგუფი რუსულ ჩრდილოვან ტანკერზე – „სმირტოსი“ ავიდა. Адмирал Григорович, რომელიც პუტინის შავი ზღვის ფლოტის ნაწილია, უკვე რამდენიმე კვირაა ბრიტანეთის წყლების მახლობლად ტრიალებს. შემჩნეულია, რომ ის აცილებს ნავთობის ჩრდილოვან ტანკერებს და პატრულირებს სუფოლკის სანაპიროსთან მდებარე ქარის ელექტროსადგურის სიახლოვეს. გამაფრთხილებელ გასროლამდე, რუსულ ხომალდს სრუტეში უკან მიჰყვებოდა ბრიტანეთის სამეფო ფლოტის River-კლასის ორი ოფშორული საპატრულო გემი – HMS Mersey და HMS Tyne.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯონ ჰილიმ აპრილში განაცხადა, რომ ბრიტანეთის წყლებში და მის გარშემო ფარულად მოქმედებდნენ რუსული წყალქვეშა ნავებიც. სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტმა და სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ატლანტიკაში, წყალქვეშა სტრატეგიული კაბელების თავზე, ორ სათვალთვალო და ერთ მოიერიშე წყალქვეშა ნავს მიაკვლიეს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიაBBC: ლიბანის სამხრეთში დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა