რუსულმა ,,ფე-ეს-ბე,, -მ სარატოვში 2 ეჭვმიტანილი მოკლა ( ვიდეო)

რუსულმა ,,ფე-ეს-ბე,, -მ სარატოვში 2 ეჭვმიტანილი მოკლა… (ვიდეო) რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (,,ფე-ეს-ბე,,) განცხადებით, მათმა ოპერატიულმა ჯგუფმა სარატოვში, ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი 2 პიროვნების ლიკვიდაცია მოახდინა… გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა მიმალვა მსუბუქი ავტომობილით სცადეს… დაკავების მცდელობისას კი სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა მათი ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც რუსი სამართალდამცავები აცხადებენ, ლიკვიდირებულ პირებს ,,ტე-ტე,,-ს და ,,მაკაროვის,, სისტემის პისტოლეტები აღმოაჩნდათ. ავტომობილში კი 3 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. გავრცელებულ ინფორმაციაში, დაზუსტებული არაა გარდაცვლილთა ვინაობა, ეროვნება და არც ის, თუ რა სახის და სად გეგმავდნენ ტერაქტს ეჭვმიტანილები.

https://youtu.be/VOdwD8siXzw

 

banner
წინა სტატიაშიტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაირანში თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა