რუსულმა გამანადგურებელმა Su-35-მა თავისივე Mi-8 ვერტმფრენი ჩამოაგდო, რის შედეგადაც ვერტმფრენის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 1 ოქტომბერს მოხდა.
მათივე ცნობით, თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ სამხედრო ვერტმფრენი ვორონეჟის ოლქში ჩამოვარდა. დღეს Telegram-არხმა Exilenova+-მა განაცხადა, რომ ვერტმფრენი რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.








